უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ F16-ის პილოტი, პავლო ივანოვი, რომელიც საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა, უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა.
"პირადი სიმამაცისთვისა და გმირობისთვის, რომელიც მან სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით გამოავლინა, უკრაინელი ერის თავგანწირული მსახურებისთვის ვბრძანებ:
გადაეცეს უკრაინის გმირის წოდება "ოქროს ვარსკვლავის" ორდენის გადაცემით პავლო ივანოვიჩ ივანოვს - მაიორს (სიკვდილის შემდგომ". - წერია ზელენსკის განკარგულებაში.
დღეს, 12 აპრილს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების F-16-ის პილოტი, 26 წლის პავლო ივანოვი საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივანოვის სიკვდილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ამ საბრძოლო სიტუაციის შესახებ სამხედროების ანგარიშები იყო აუცილებელი. გარემოებებს ვიკვლევთ". - თქვა ზელენსკიმ.





