11 დან 12 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 88 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, გაჩნდა ხანძარი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 56 დრონი ჩამოაგდო.
იერიშის ქვეშ მოექცა ხარკოვის, კიევის, ოდესის, დნიპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის დარნიცკის რაიონში, დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხოლო სვიატოშინის რაიონში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონების თავდასხმის შედეგად ქალაქის მასშტაბით სამი საწყობი დაიწვა.
კლიჩკოს თქმით, შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან საგანგებო სამსახურები.





