ამინდის პროგნოზი

დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა ხეხილი და ხორბლის ნათესები დააზიანოს - სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 13 აპრილის ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართში ჰაერის ტემპერატურის -2, -4 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში კი -4, -6 გრადუსამდე. 

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაბალმა ტემპერატურამ შესაძლებელია  ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.

სააგენტოს განცხადებით, საფრთხის დონე საშუალოა.

კომენტარები