რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ხედავს აშშ-ს სურვილს, გაერკვეს უკრაინის კონფლიქტის არსში. ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლავროვის თქმით, რუსეთი ამჩნევს, რომ ევროპისგან განსხვავებით, აშშ-ს სურს უკრაინის კონფლიქტის საწყისი მიზეზების გარკვევა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, ვგულისხმობ, გაერთიანებულ სამეფოსაც, რომელიც სრულიად უგულებელყოფს არსებული სიტუაციის საწყის მიზეზებს, აშშ-ს სურს პრობლემის არსში გარკვევა". - თქვა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "აცნობიერებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსები სძულს და მას მოუწევს შეეგუოს ტერიტორიულ დანაკარგებს".





