რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანიის მომავალი სამთავრობო კოალიცია უკრაინისთვის "საყოველთაო მხარდაჭერის" პირობას დებს

CARSTEN KOALL / AP

გერმანიის მომავალი სამთავრობო კოალიცია ფრიდრიხ მერცის კანცლერობის ქვეშ პირობას დებს, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში "ყოვლისმომცველ მხარდაჭერას" გაუწევს.

"ჩვენ უკრაინას ყოვლისმომცველ დახმარებას გავუწევთ, რათა მან რუსი აგრესორის წინააღმდეგ თავის ეფექტურად დაცვა შეძლოს და მტკიცე პოზიციები ჰქონდეს მოლაპარაკებებზე". - განაცხადეს ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლის, ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებთან სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწია.

22 თებერვალს გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამა გაიმარჯვა და ხმების 28.6% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილზე გავიდა ხმების 20.8%-ით. მესამე და მეოთხე ადგილზე კი სოციალ დემოკრატები (SDP) და მწვანეები გავიდნენ, შესაბამისად, ხმების 16.4%-თა და 11.6%-ით.

კომენტარები