აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქის ტყვედ აყვანას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები "შემაშფოთებელია".
"შემაშფოთებელია ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა, შემაშფოთებელია, რომ ჩინელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს – ჩვენი გვაქვს ცნობები, რომ უკრაინამ ტყვედ აიყვანა ჩინეთის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ჩინეთი აგრძელებს საკვანძო მხარდამჭერი როლის შესრულებას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი უზრუნველყოფს ორმაგი დანიშნულების ნივთების თითქმის 80%-ის მიწოდებას, რაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად სჭირდება". - თქვა ბრიუსმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. ზელენსკი სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს.





