დღეს, ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს. მისმა ადვოკატმა, მარიამ ყველაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში საბას მონახულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, წაართვეს კამერა და მისი დამტვრევით დაემუქრნენ.
ყველაშვილი ამბობს, რომ მაშინ როდესაც სორდია მარჯანიშვილის მეტროსთან მეგობრებს ელოდებოდა,მასთან პოლიიცს თანამშრომლები მივიდნენ და "გადამოწმების მიზნით" პირადობის მოწმობის წარდეგან სთოხვეს, რაც ჟურნალისტმა დააკმაყოფილა. ასევე, სორდიამ პოლიციის თხოვნით საკუთარი ჩანთაც გახსნა და პოლიციას მისცა საშუალება ის შიგნიდან დაეთვალიერებინათ, თუმცა მან უარი განაცხადა პოლიციის მხრიდან ჩანთის გაჩხრეკვაზე, რის გამოც ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე არ განუმართავთ, რომ ის დაკავებული იყო.





