ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სროლის შედეგად მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ადგილობრივი მედიების ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ან ტარებას გულისხმობს.




