მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




