რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს 3 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
შესაბამისი ნოტა რუსეთში მოლდოვის ელჩს, ლილიან დარის გადასცეს.
"დარისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეცა, იმის შესახებ, რომ რუსეთში მოლდოვის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული". – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთმა ამ ნაბიჯით მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის საელჩოდან 3 დიპლომატის გაძევებას უპასუხა.
31 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
სამინისტროს განცხადების თანახმად რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საქმიანობა ეწინააღმდეგება მატ დიპლომატიურ სტატუსს.
მედიების ინფორმაციით, მოლდოვის პრორუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ნესტეროვსკი ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსული დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანით გადაადგილდებოდა.
უწყების განცხადების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წევია რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ოზეროვი.
ოზეროვმა უარყო, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რამე ფორმით არიან კავშირში ნესტეროვსკისთან.
"მოვუწოდებთ მოლდოვის მხარეს თავი შეიკავოს პროვოკაციული ბრალდებებისგან და იმედი გვაქვს მივუბრუნდებით პრაგმატულ დიალოგს, რომელიც ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს". – თქვა ოზეროვმა.
ცოტა ხნით ადრე კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გოცული.