მოლდოვის შემადგენლობაში შემავალი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის პრორუს ლიდერს, ევგენია გოცულს სასამართლომ 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გოცულს დაფინანსების უკანონოდ მიღებას და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციას ედავებიან.
პროკურატურამ გაგაუზიის ლიდერისთვის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ პოლიტიკოსი 20 დღით დააპატიმრა.
"დღეს გაგაუზიას თავი მოაჭრეს". – თქვა გუცულმა ბადრაგის თანხლებით სასამართლო დარბაზის დატოვებისას.
გუცულის თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მის წინააღმდეგ პირადად მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იბრძვის.
ევგენია გუცული 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
გოცულს დაფინანსების უკანონოდ მიღებას და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციას ედავებიან.
წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პრორუსმა პოლიტიკოსმა დახმარებისთვის ჯერ ვლადიმირ პუტინის, მოგვიანებით კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.
2024 წელს ის რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვიზიტზე გუცული ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გაგაუზიის ლიდერი პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩავიდა.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.





