მანქანის აფეთქება

დნეპრში მანქანა აფეთქდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

უკრაინის პოლიცია

4 აპრილს, 7:40 საათზე, დნეპრში ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების მომენტში მანქანაში 2 ადამიანი – ადგილობრივი ჩინოსანი და მისი ცოლი იმყოფებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დახმარების გაწევის დროს კაცი დაიღუპა.

გარდაცვლილი ადგილობრივი საკრებულოს ოპოზიციონერი და პარტია პროპოზიციის წევრი იური ფედკოა. 

იური ფედკო

სამართალდამცავებმა საქმე ტერაქტის მუხლით აღძრეს. გამოძიება სამ ვერსიაზე მუშაობს: რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მკვლელობა, პირადი მოტივი ან პროფესიული საქმიანობა.

კომენტარები