რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ცამეტი კი დაშავდა.

რეგიონის გუბერნატორის ცნობით, დაშვებულებს შორის ორი ბავშვია, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

საჰაერო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთის იერიშს ტერორი უწოდა.

"მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ასეთ დარტყმებს ერთ სახელს უწოდებენ – ტერორს. ამის შესაჩერებლად ერთადერთი გზა არის მოსკოვსა და რუსულ სისტემაზე საკმარისი ზეწოლის განხორციელება, რათა ისინი იძულებულნი გახდნენ, უარი თქვან ომსა და ტერორზე [...]

ყველა მსგავსი რუსული დარტყმა ადასტურებს, რომ უკრაინას სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, რათა შევძლოთ ჩვენი ხალხის დაცვა რუსული ტერორისგან". - წერს ზელენსკი X-ზე.

კომენტარები