რუსული რეჟიმი

პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

მამუკა ხაზარაძე

პროკურატურამ ძლიერი საქართველოს ლიდერისთვის მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს უკვე მიმართა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 2 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს. 

"ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

13:00 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: არსენ კალატოზიშვილი

არცერთი ნაბიჯი უკან!" - წერს ირაკლი კუპრაძე.

პროკურატურამ ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება დღეს, პირველ აპრილს წარუდგინა.

კომენტარები