რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი კომისიაზე: მმართველი, რომელიც ამას უკეთებს საკუთარ ჯარს და ხალხს, მტერია!

არ შემიძლია, დღეს, 31 მარტს, ვიდგე თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ პროკურორ თეა ვიშინსკის ე.წ. საგამოძიებო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ უფრო კიდევ შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი, ე.ი. ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება. [...]

ასეთი სურათის შექმნა, ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და მაშასადამე დემორალიზაცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას და მცდელობაა საზოგადოების დემორალიზაციაც!

მმართველი რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მაშასადამე ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი მომავლის, ცალკეული მოქალაქის მტერი.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას "საგამოძიებო კომისიასთან" დაკავშირებით. 

კომენტარები