შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას უთხრა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის აქტივისტი, გელა ხასაია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოალიცია ცვლილებისთვის აქტივისტი გელა ხასაია პოლიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა გადაყვანისას თქვეს, რომ ხასაია დაკავებული არ იყო, განყოფილებაში შემდეგი შემოწმების მიზნით გადაჰყავდათ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ხასაიას "გონივრული ეჭვის საფუძველზე" ჩანთის გახსნა მოსთხოვა. აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ, ხასაიამ ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, ჩანთის გახსნა ზედაპირული დათვალიერება არ არის.
რუსული რეჟიმი
შსს: გელა ხასაია დაკავებულია პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი




