პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოალიცია ცვლილებისთვის აქტივისტი გელა ხასაია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხასაია განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
პოლიციამ ხასაიას "გონივრული ეჭვის საფუძველზე" ჩანთის გახსნა მოსთხოვა. აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ, ხასაიამ ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, ჩანთის გახსნა ზედაპირული დათვალიერება არ არის. რის შემდეგაც, აქტივისტი განყოფილებაში გადაიყვანეს "შემდეგი დათვალიერების მიზნით".
პოლიციელების განცხადებით, ხასაია არ დაუკავებიათ. მათივე თქმით, ყველას გაჩხრეკენ თუკი საფუძველი იქნება, რათა "მოქალაქეებისთვის საფრთხისშემცველი ნივთები არ შეიტანონ აქციის ტერიტორიაზე".
"გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს პოლიციაში. ზურგჩანთის გახსნას სთხოვდნენ გონივრული ეჭვის საფუძველზე. შეიძლება ძებნილი იყოსო". - წერს პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
პარლამენტთან წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომის პარალელურად, აქციაა ჩანიშნული.





