რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, 2 დაიღუპა, 27 დაშავდა, მათ შორის, 5 ბავშვი

Харьков Life

რუსეთმა Shahed-ის ტიპის დრონებით ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 დაიღუპა, 27 ადამიანი კი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი დაშავდა.

ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინებუგოვი და ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი იტყობინებიან. 

ტერეხოვის უახლესი ინფორმაციით, ბავშვები 5-იდან 17 წლამდე ასაკის არიან, სამ მათგანს საავადმყოფოში მკურნალობენ, ხოლო ორ არასრულწლოვანს ექიმებმა ადგილზევე უმკურნალეს.

"ოკუპანტებმა რიგი იერიშები მიიტანეს, წინასწარი ინფორმაციით, Shahed-ის ტიპის დრონებით, ხარკოვის შევჩენკოს რაიონში". - წერდა სინებუგოვი. 

მოგვიანებით, სინებუგოვმა ხოლოდნოგორის რაიონში კიდევ ერთ იერიშზე გაავრცელა ცნობა და ასევე დაწერა, რომ რუსული დრონი შევჩენკოს რაიონში კერძო სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადმაიანი დაიღუპა. 

ტერეხოვმა დაწერა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა იერიში ექვს ადგილზე მიიტანა. დაზიანდა, მათ შორის, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო დაწესებულებები და ოფისები. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა დრონებით იერიში ხარკოვში საომარ საავადმყოფოზეც მიიტანა.

კომენტარები