ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელის თქმით, ბეირუთში მდებარე ჰეზბოლას შენობაზე იერიშს მიიტანს

REUTERS/Karamallah Daher

ისრაელმა განაცხადა, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ჰეზბოლას  შენობაზე თავდასხმას გეგმავს და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ისრაელის სამხედრო სპიკერმა, ავიხაი ადრაემ გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ჰადათის გარეუბანში მდებარე შენობაა აღნიშნული. მისი თქმით, შენობა ირანის მხარდაჭერით მოქმედ შეიარაღებულ ჯგუფს ეკუთვნის.

მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ გალილეის რეგიონში რაკეტების გასროლაზე პასუხისმგებლობას ლიბანს აკისრებს.  

"ჩვენ უზრუნველვყოფთ გალილეის მოსახლეობის უსაფრთხოებას და მკაცრად ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ". - განაცხადა მან.

ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მტკიცებით, ნასროლ რაკეტასთან კავშირი არ ჰქონდათ. მათი თქმით, აღნიშნული ინციდენტებით ისრაელი ცდილობს ლიბანში სამხედრო მოქმედებები გაგრძელების საბაბი შექმნას.

მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ მან სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ათეულობით სარაკეტო გამშვებ დანადგარსა და სარდლობის ცენტრზე იერიში მიიტანა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე მინუმუმ 5 რაკეტა გაუშვეს - ეს პირველი შემთხვევა იყო ნოემბრის ზავის შემდეგ.  

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) უბრძანა, "ათეულობით ტერორისტული სამიზნის წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებები გაეტარებინათ".

ლიბანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  

კომენტარები