NBC News-ისთვის მიცემულ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სკანდალზე ისაუბრა და თქვა, რომ უოლცმა "გაკვეთილი ისწავლა".
"მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი ადამიანია." - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ კონფიდენციალურ ჩატში The Atlantic-ის რედაქტორის ყოფნას "არანაირი გავლენა" ჰქონია და იემენელ ჰუსიტებზე მიტანილი იერიში "შესანიშნავად წარმატებული" იყო.
აქამდე POLITICO წერდა, რომ ყეთრ სახლში უოლცის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავდნენ.
24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები.





