ჩინეთმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ პეკინს ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებები აქვს. განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კუო ძიაქუნმა ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს". - განაცხადა ძიაქუნმა.
პრესსპიკერმა ასევე დაამატა, რომ ჩინეთის მიზანია, "გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს და შეიქმნას პირობები ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულებისთვის".
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ჩინეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, პოტენციურ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას განიხილავდა. ინფორმაცია გერმანულმა გაზეთმა Die Welt-მა ანონიმურ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით გაავრცელა.
როგორც, POLITICO-ს ცნობით, იმ დროს გამოცემას ანონიმურმა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, მისიაში ჩინეთი მონაწილეობა "პოტენციურად გაზრდიდა რუსეთის მიმღებლობას უკრაინაში სამშვიდობო ძალებისადმი".
უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის იდეა ევროპელ ლიდერებს ეკუთვნით.