რეკლამა

GM PHARMA-მ საქართველოს უნივერსიტეტთან და სტუ-სთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა (რ)

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

მოგეხსენებათ, ფარმაცევტული წარმოება, არის მაღალტექნოლოგიური, უკიდურესად კომპლექსური და და ინოვაციებით დატვირთული პროცესი, ამავე დროს ის აეროკოსმოსური ინდუსტრიის შემდეგ ყველაზე რეგულირებადი და კონტროლირებადი დარგია, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.

საქართველოში არსებობს სწორედ ასეთი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული წარმოება, რაც ქვეყნის პრესტიჟს უსვამს ხაზს. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მაგ. ქართული ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.

GM PHARMA-ში მუშაობს 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, ასევე ახალგაზრდა თაობისთვისაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს კარიერული წინსვლისთვის.

ამჟამად საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან.

აღნიშნული მემორანდუმები ემსახურება სტუდენტთა კვალიფიციური განათლების მიღების, მათი პროფესიული ცნობიერების ამაღლების, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ინოვაციების გაცნობას.

გაფორმებული მემორანდუმები მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და GM PHARMA-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას: მოიცავს უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე სტუდენტთა სტაჟირებასა და საწარმოო პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული უნარების განვითარებას.

ჩვენ დავინტერესდით მემორანდუმის დეტალებით და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ლევან ვარდუაშვილს გავესაუბრეთ.

ბატონო ლევან, რას სთავაზობს GM PHARMA სტუდენტებს?

"კომპანია GM PHARMA-სთვის პრიორიტეტულია თანამშრომელთა მაღალპროფესიული გუნდის შექმნა და ზოგადად, მუდმივად დიდ რესურსს დებს, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში, ასევე მომავალი თაობის, ახალი თანამშრომლების მოზიდვის, მათი დაინტერესების გაზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიმართულებით.

GM PHARMA-ს სჭირდება პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლები ხარისხის მენეჯმენტში, საწარმოო პროცესებში, ფარმაცევტულ ტექნოლოგიებში და ინჟინერინგში, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებში და სხვა. კომპანია დაინტერესებულია, რომ მომავალ ფარმაცევტებს, ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, მექანიკოსებს, ინჟინრებს, ელექტრიკოსებსა და ელექტრონიკის სპეციალისტებს მისცეს საშუალება მონაწილეობა მიიღონ ისეთ სწავლებებსა და პრაქტიკულ სტაჟირებებში, როგორიცაა წამლის შექმნის პროცესი – ლაბორატორიიდან წარმოებამდე, GMP სტანდარტები, საწარმოო პროცესები, ხარისხის მართვა, ტექნიკური და საინჟინრო მომსახურება, ანალიზური განვითარება და წამლის ხარისხის კონტროლი, კლინიკური კვლევები, ბიოეკვივალენტობა და სხვა".

ბატონო ლევან, მემორანდუმის ფარგლებში რა სახის ჩართულობა შეეძლებათ სტუდენტებს? 

"მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან კომპანიაში, მონაწილეობას მიიღებენ ყოველდღიურ საწარმოო პროცესებში, ჩართული იქნებიან კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ ტრენინგებში, შეძლებენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებას, რაც მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბებისთვის.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც ორმხრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული – ერთი მხრივ, სტუდენტები პრაქტიკული გამოცდილების მიღებას შეძლებენ, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიისთვის გაიზრდება პროფესიონალი, კვლევა-განვითარებაზე ორიენტირებული კადრების რესურსი. სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები ქმნიან ხარისხიან პროდუქტს. ამიტომ, მსგავს ურთიერთთანამშრომლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს".

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი კონსტანტინე თოფურია მემორანდუმის
მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ: "GM PHARMA არის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტი – ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი საგანმანათლებლო კერაა. ზოგადად, კვლევებზე დაკვეთა უნდა ხდებოდეს ინდუსტრიებიდან და აღნიშნული მემორანდუმი ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ძალიან ბევრ სტუდენტს საშუალება მიეცემა, რომ გაიაროს პრაქტიკები, არა მხოლოდ ფარმაციის და ქიმიის სტუდენტებს, ასევე ელექტრონული ინჟინერიის, ბიოლოგიის სტუდენტებისთვის იქნება ღია GM PHARMA-ს შესაძლებლობები".

შეგახსენებთ, რომ კომპანია GM PHARMA-მ მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც გააფორმა. "ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე თვითონ ფარმაცევტული კომპანიისთვის. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაც, რომელსაც GM PHARMA გვთავაზობთ თავის დიდ საწარმოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად არის ის ინოვაცია და ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავის მხრივ, მზად არის, ახალი სამეცნიერო კვლევები განახორციელოს GM PHARMA-თან ერთად და მივიღოთ ახალი ტექნოლოგიური პროდუქტი". - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ქალბატონი თამარ წერეთელი.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს – ამჯერად კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის EU GMP სერტიფიკატის მიღებაა, რაც გამოკვეთს კომპანიის ერთგულებას ხარისხის უმაღლესი სტანდარტებისადმი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტერიტორიების ათვისების ხელშეწყობისთვის – GM PHARMA გეგმავს ოპერირების დაწყებას ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიის სტრატეგიული ზრდის მიღწევასა და საერთაშორისო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. EU GMP სერტიფიკატის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება არა მხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 25-ე საიუბილეო წელი GM PHARMA-მ მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო – კომპანიამ წარმატებით გაიარა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მორიგი ინსპექცია და უკვე მეორედ მიენიჭა საქართველოს ნაციონალური კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

კომენტარები