რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ვინც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, არის დემოკრატიის მტერი

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას და მათ მონაწილეობას არჩევნებში - რა თქმა უნდა, დემოკრატიული პარტია არსებობს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამით გაზომოს საკუთარი მხარდაჭერა მოსახლეობაში და მიიღოს სახელისუფლებო მანდატის ესა თუ ის ოდენობა რაც რაღაც წონით მას აქვს.

როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევენებში, ის ამით აცხადებს, რომ არ არის დემოკრატიული პარტია და აცხადებს, რომ არის ექსტრემისტული პარტია

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვინც ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვინც მოუწოდებს მათ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ყველა სინამდვილეში, არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობის მხარდამჭერი.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები