სვეტიცხოველი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თქმით, სვეტიცხოვლის ნაწილში წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა

სვეტიცხოველი
თბილისის მერია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა.

"გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია". - წერს სააგენტო სოციალურ ქსელში.

სააგენტოს მტკიცებით, მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად.

"ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება". - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს.

კომენტარები