რუსეთი-აშშ

უშაკოვი: 24 მარტს რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლები საუდის არაბეთში შეხვდებიან

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი
Ria

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩევლის და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები 24 მარტს, საუდის არაბეთში შეხვედრას გამართავენ.

პუტინის მრჩევლის თქმით, დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.

უშაკოვის განცხადებით, შექმნილია შავი ზღვის საკითხების საინიციატივო ჯგუფი, თუმცა ჯგუფის წევრების სახელებს ამ ეტაპზე არ ასახელებს.

უშაკოვის თქმით, ხშირად აქვს "ორივე მხარისთვის სასარგებლო" ურთიერთობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, მაიკ უოლცთან.

მოგვიანებით კარასინმა დაადასტურა, რომ 24 მარტის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები