2025 წლის კანადის ვადამდელი არჩევნები

მედია: კანადის ახალი პრემიერი აპირებს, ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს ჩანიშნოს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აპირებს დანიშნოს ვადამდელი ფედერალური არჩევნები 28 აპრილისთვის. ამის შესახებ პირველმა, 20 მარტს, The Globe and Mail-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემის მიხედვით, მას ეს 23 მარტს უნდა გამოეცხადებინა.  

კარნის ლიბერალური პარტიის წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ კარნი არჩევებნს პარტიის ლიდერის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩანაცვლების შემდეგ მალევე გამოაცხადებდა, რათა ძლიერი მანდატი მოიპოვოს იმ დროს, როდესაც ურთიერთობები მეზობელ აშშ-სთან მწვავდება.  

Reuters წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი არჩევნები 20 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, კარნი ცდილობს იანვრის შემდეგ ლიბერალური პარტიის საზოგადოებრივ გამოკითხვებში გაუმჯობესებული პოზიცია გამოიყენოს.

სწორედ იანვარში დაიწყო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის წინააღმდეგ მუქარები, ხოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გადადგომის შესახებ განაცხადა.

კომენტარები