Tbilisi Open Air

პაატა ბურჭულაძე, KORDZ, ნანი ბრეგვაძე, სუხიშვილები – Tbilisi Open Air 2025-ის ლაინაფი ცნობილია

Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. ღონისძიებაზე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, ბენდი BEDFORD FALLS, არა & ყველა feat. მერაბ სეფაშვილი, TAMADA & 4D MONSTER LOBSTERS feat. გიორგი უშიკიშვილი, KORDZ + ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი არტისტები იმღერებენ.

ფესტივალი 24 და 25 მაისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი, ყველანი ერთად, თავისუფლების იდეით გაერთიანებულები შევხვდებით". - ნათქვამია ივენთის აღწერაში.

ფესტივალის ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

კომენტარები