რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ 132 დრონით რეგიონებზე იერიში მიიტანა

Astra

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 მარტის ღამეს 132 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უწყების ანგარიშის მიხედვით დრონები ჩამოგდებულია შემდეგ რეგიონებში:

  • 54 დრონი სარატოვის ოლქში;
  • 40 დრონი ვორონეჟის ოლქში;
  • 22 დრონი ბელგოროდის ოლქში;
  • 9 დრონი როსტოვის ოლქში;
  • 3 დრონი კურსკის ოლქში;
  • 3 დრონი ოკუპირებულ ყირიმში;
  • 1 დრონი ლიპეცკის ოლქში;

სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ქალაქ ენგელსში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს, საბავშვო ბაღსა და სკოლას დაუზიანდა შუშები. თავდასხმის მომენტში ბაღსა და სკოლაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, რამდენიმე რუსული და უკრაინული მედია წერს, რომ ენგელსში, დრონების იერიშის შედეგად სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები