რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ენგელსის აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა, ბაზაზე ხანძარია გაჩენილი

20 მარტის ღამეს რუსეთის სარატოვის ოლქში ენგელსის სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. სარატოვის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის თქმით, ომის დაწყების დღიდან ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო სარატოვის ოლქზე. თავდასხმის შემდეგ აეროდრომი ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ბუსარგინი Telegram-ზე ავრცელებს.

ასევე, რუსული ადგილობრივი Telegram-არხების ცნობით, რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, რასაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვა, ხოლო ხელისუფლებამ აეროდრობის მახლობლად მდებარე სახლების ევაკუაციაც დაიწყო. მოგვიანებით ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ბუსარგინმაც დაადასტურა.

ოლქის გუბერნატორის რწმუნებით, დრონების თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 მოქალაქე, ასევე დაზიანდა დაახლოებით 30 კერძო საცხოვრებელი, ადგილობრივი საავადმყოფო და ბაღებისა და სკოლის ფანჯრები.

ქალაქები ენგელსი და სარატოვი სამხედრო აეროდრომ ენგელს-2-ის მახლობლად მდებარეობს, სადაც განლაგებულია სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება უკრაინაზე საჰაერო დარტყმებისთვის. Astra-ს ინფორმაციით, აფეთქებები აეროდრომი მახლობლად მოხდა.

ცნობისთვის, ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზაზე განლაგებულია რუსეთის ბომბდამშენთა 22-ე საავიაციო დივიზიის Ту-95МС და Ту-160 ტიპის თვითმფრინავები.

Telegram-არხი Shot წერს, რომ ხანძარი ასევე გაჩნდა ენგელსში მდებარე ნავთობსაცავის ტერიტორიაზეც. რუსეთის ოფიციალურ პირებს ნავთობინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები