ენმ

ყაზახეთში დაკავებულმა ლევან ვარშალომიძემ იზოლატორი დატოვა - ენმ

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში, იზოლატორი დატოვა. ინფორმაცია ტაბულას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"დღეს ლევან ვარშალომიძე თავისუფალია. მაგრამ, იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მეგობარ ყაზახებთან ეს უსიამოვნო სიტუაცია დროულად ამოიწურება და ვარშალომიძე საქართველოში მალე დაბრუნდება". - თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ანთაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 18 მარტს, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს. პარტიის ერთერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება "რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას".

კომენტარები