16 მარტს სირიაში, ლატაკიას ზღვისპირა ქალაქში ძველი ბომბის აფეთქებას, სულ მცირე,16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 18 დაშავდა.
ბომბი სირიის 13 წლიანი კონფლიქტის დროს დარჩენილი აუფეთქებელი ბომბებიდან ერთ-ერთია. მომხდარის სავარაუდო მიზეზად ჯართის დილერის მიერ ძველი ბომბის დამუშავება დასახელდა.
არსებული ინფორმაციით, ბომბის აფეთქებამ ოთხსართულიანი შენობა მთლიანად დაანგრია, ჩამოშლილმა ბეტონის კონსტრუქციებმა კი მცხოვრებლები ნანგრევებში მოიყოლა.
პარამედიკოსთა ჯგუფის, თეთრი ჩაფხუტების (White Helmet) ინფორმაციით, გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის თებერვალში გაერომ განაცხადა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში სირიაში აუფეთქებელი საბრძოლო მასალის შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა.
ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია Humanity and Inclusion-ის ინფორმაციით, ექსპერტების შეფასებით, ომის დროს გამოყენებული დაახლოებით ერთი მილიონი საბრძოლო მასალიდან 100.000-დან 300.000-მდე არ აფეთქებულა.