ფინეთი უკრაინას დამატებით €200 მილიონის ოდენობის შეიარაღებას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
"არსებობს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეროვნული თანხმობა უკრაინის დახმარების საკითხზე" – ამბობს ჰაკანენი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას ჰაკანენმა ხელი მოაწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მემორანდუმს.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა უკრაინისთვის €2.5 მილიარდის ოდენობის თავდაცვის სფეროს დახმარება გამოუყო.
გუშინ, 12 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთის გავლით უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე გაგრძელებულია.
წინა დღით საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის თითქმის რვასაათიანი შეხვედრის შემდეგ, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე არსებული პაუზის მოხსნაზე დათანხმდა.
"მე ვადასტურებ ამას". - თქვა შიკორსკიმ: "იასიონკის გავლით შეიარაღების მიწოდება მანამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა".
პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იასიონკის აეროპორტი უკრაინის მომარაგების მთავარი ჰაბია, რომლის გავლითაც უკრაინას დახმარების ძირითადი ნაწილი მიეწოდება.





