რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა, ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის ავიაციის სამსახურში განუცხადეს.

გამოცემის წყაროს მიხედვით, თვითმფრინავი Gulfstream G650 მოსკოვში კატარიდან ჩაფრინდა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის საკითხზე მომუშავე მომლაპარაკებლები ამერიკული მხრიდან, მოსკოვისკენ მიფრინავენ და ამ საკითზე კონტაქტი "ნამდვილად" შედგებოდა.

11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს დელეგაციების მოლაპარაკების შემდეგ, რომელზეც კიევი მზობა გამოხატა ვაშინგტონის წინადადებაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული“.

ჯიდაში შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებოდნენ.

დღეს, 13 მარტს პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინს შესაძლოა ტრამპთან სატელეფონო საუბარი 13 მარტს ჰქონდეს გვიან ჰქონდეს.

კომენტარები