მე ერთ-ერთი ვიყავი იმ ევროპელი კომენტატორებისა თუ პოლიტიკოსების მცირე უმცირესობაში, ვინც ფიქრობდა, რომ სინამდვილეში ტრამპის "სიგიჟე" მეთოდური იყო და რომ მას გეგმა ჰქონდა. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც იგი ცდილობდა, ისეთ ვითარებასთან მისვლა იყო, რომელშიც მას შეუძლია თქვას, რომ უკრაინელები გარკვეულ გონივრულ რაღაცებს დათანხმდნენ და ასეც არის.
ეს კარგი შეთანხმებაა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათ გრძელვადიანი ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან დედამიწაზე რესურსებსა და მინერალებზე შეთანხმებით; პლუს მათ აქვთ ჩართულობის სამომავლო გეგმები ევროპული ქვეყნების მხრიდან, რასაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობს, რათა გავამაგროთ ისინი და გადავაქციოთ ფოლადის ეკლების მქონე "ზღარბად" იმისთვის, რომ ვერასდროს დაესხან მათ თავს, ანუ მათ აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებისკენ პირველი ნაბიჯები; [აქვთ] უნარი, როგორც თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს - რაც მინერალების შეთანხმებაში წერია - რომ ურთიერთობა ისე დაამყარონ, როგორც თავად გადაწყვეტენ - როგორც თავისუფალი ქვეყანა, როგორც სუვერენული სახელმწიფო - NATO-სთან ერთად, ევროკავშირთან ერთად, როგორ ბედსაც თავად აირჩევენ დასავლეთში.