4 ივლისის ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტზე იერიში მიიტანეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრებში ჩანს, რომ უკრაინული შეტევის შემდეგ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ ღამით განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მოგვიანებით დროზდენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა "მტრის რამდენიმე ათეული უპილოტო საფრენი აპარატი" ჩამოაგდეს.
მისი ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ვისოცკის პორტის რაიონში ჩამოვარდა.
გამოცემა Astra-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში თავდასხმის სამიზნე პეტერბურგის ნავთობტერმინალი გახდა.




