პრეზიდენტ ტრამპსა და ყველა ამერიკელს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.
აშშ-ს მიმართ მადლიერები ვართ ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მივიღეთ – "ჯაველინებიდან" და "პატრიოტებიდან" დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დამთავრებული – და ღრმად ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვის დროს. მადლობელი ვარ ყოველი ამერიკული გულის, რომელსაც უკრაინის, ევროპის და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანის მომავალი აღელვებს, ვისთვისაც თავისუფლებას მნიშვნელობა აქვს.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ტრამპმა და მე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებაც განვიხილეთ, ასევე ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევაც. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის მტკიცე ნება გადამწყვეტია. შევთანხმდით, რომ ამ დისკუსიებს ანკარაში NATO-ს სამიტის დროს გავაგრძელებთ.
მადლობა შეერთებულ შტატებს! მადლობა, ბატონო პრეზიდენტო! გილოცავთ 4 ივლისს! ამერიკელებს უწყვეტ კეთილდღეობასა და ყოველგვარ წარმატებას ვუსურვებ.




