რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: არჩევნები ომის დასრულების და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება და დაამატა, რომ მათი გადადება არ იგეგმება.

"ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა გაუქმდება. ხოლო მისი გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება. არავინ არაფერს განზრახ არ გადადებს" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ფრონტზე სიმშვიდის მიღწევაზე კონცენტრირება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ფრონტზე სიმშვიდის მიღწევაზე კონცენტრირება.

"თუმცა, თუ ეს სიმშვიდე უნდა იყოს ყველგან, იმის გათვალისწინებით, ვისთან გვაქვს საქმე და წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, აქ ტექნიკური დახმარებაა საჭირო. პარტნიორები ამას გვიდასტურებენ და ეს საკითხი მხარეებმა უკვე განიხილეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაამატა, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, რომელიც აშშ-მ შესთავაზა, ომის დასრულების გეგმა მომზადდება. 

კომენტარები