რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოლცი: ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ახლა, პუტინის გადასაწყვეტია

ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია უკრაინის მშვიდობისთვის - ჩვენ ვდგავარ უკრაინასთან და აშშ-სთან ერთად, ასევე მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებებს ჯედაში.

ახლა, პუტინის გადასაწყვეტია.

წერს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.

 

კომენტარები