რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: მივესალმებით აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებიდან მიღებულ სიახლეებს

მივესალმებით აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებიდან მიღებულ სიახლეებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზებას და აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების გაგრძელებას. 

ეს არის პოზიტიური განვითარება, რაც შესაძლოა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის სრულყოფილი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებთან ერთად საკუთარი როლი ბოლომდე შეასრულოს მომდევნო მშვიდობის მოლაპარაკებებზე. 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის შედეგებს ეხმაურება.

კომენტარები