რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტარმერი ტრამპს: იმედია, საუდის მოლაპარაკებები კიევისთვის აშშ-ს დახმარებას აღადგენს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა, ორშაბათს სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ილაპარაკა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, განაახლოს უკრაინისთვის დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.

სტარმერის პრესსპიკერის ინფორმაციით, ბრიტანელი ოფიციალური პირები შაბათ-კვირას, საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, უკრაინელ ოფიციალურ პირებს ესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის იდეის ერთგულნი რჩებიან.

"პრემიერ-მინისტრმა [კირ სტარმერმა] იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურ შედეგს გამოიღებს, რაც უკრაინისთვის შესაძლებელს გახდის აშშ-ს დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების აღდგენას" - თქვა პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ლიდერებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც სტარმერის ვაშინგტონში ვიზიტის დროს დააყენეს დღის წესრიგში.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ 11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, დახმარების შეჩერების საკითხი მოგვარდება. 

კომენტარები