მარკო რუბიო

რუბიო: უკრაინა იღებს თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
Kent Nishimura / Bloomberg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ 11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, დახმარების შეჩერების საკითხი მოგვარდება.

"ამ წუთას, უკრაინელები უკვე იღებენ თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას. ვფიქრობ დახმარების შეჩერების საკითხს მთლიანობაში მოვაგვარებთ". – თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აშშ-ს მხარე გაიგებს, თუ რა დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას:

"არ ვაპირებთ ვისხდეთ ოთახში და რუკაზე ვავლოთ ხაზები. უნდა გავიგოთ რა დათმობები შედის მათი (უკრაინელების) შესაძლებლობების სფეროში".

რუბიომ ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინას, ისევე, როგორც რუსეთს, მშვიდობის მისაღწევად შესაძლოა დათმობებზე წასვლა მოუწიოთ.

11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრაა დაგეგმილი.

კომენტარები