ილონ მასკი

მასკი X-ზე: იყო მასიური კიბერშეტევა, ძირითადად უკრაინული IP მისამართებიდან

 Marc Piasecki/Getty Images

ილონ მასკმა FOX News-თან ინტერვიუში X-ზე კიბერშეტევის დეტალებზე ილაპარაკა.

"ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. იყო მასიური კიბერშეტევა, ძირითადად უკრაინული IP მისამართებიდან". – თქვა მასკმა.

10 მარტს სოციალურ ქსელი X დღის განმავლობაში შეფერხებებით მუშაობდა.

საიტ Downdetector-ის ცნობით, X-ზე დღის განმავლობაში სამი გლობალური გათიშვა მოხდა. 

მოგვიანებით, სოციალური ქსელის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა დაწერა, რომ შეფერხება მასიური კიბერშეტევის ბრალია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"X-ზე მოხდა (და გრძელდება) მასიური კიბერშეტევა. ჩვენ გვიტევენ ყოველდღე, მაგრამ მაჯერად ამოქმედებული იყო ბევრი რესურსი. მოქმედებს ან დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან/და ქვეყანა. თვალს ვადევნებთ". – წერს სოციალურ ქსელ X-ში მასკი.

კომენტარები