8 მარტს რუსეთმა უკრაინაზე 145 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 79 დრონის განადგურება შეძლო.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 54 უპილოტო საფრენი აპარატი.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა 3 ისკანდერის ტიპის რაკეტა გამოიყენეს, რომლიდანაც ერთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.
დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, სუმისა და ოდესის რეგიონები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





