გორში, ახალბაღის პარკის ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულის ცხედარი, სავარაუდოდ 70 წელს გადაცილებულ მამაკაცს ეკუთვნის.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





