გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





