რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩინეთის წარმომადგენელი EU-ში: უკრაინის შეთანხმება არ უნდა განსაზღვროს მარტო აშშ-მ და რუსეთმა

ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპულ საკითხებში, ლუ შაიემ განაცხადა, რომ იგი „შეძრწუნებულია“ იმით, თუ როგორ ეპყრობა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოკავშირეებს ევროპაში და დაამატა, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის მიერ.  

„როდესაც ვუყურებთ, როგორ ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაცია აშკარა და დომინანტურ პოლიტიკას ევროპის მიმართ, ასე ექცევა თავის მოკავშირეებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპული პერსპექტივიდან ეს საკმაოდ შემაძრწუნებელია,“ - თქვა ლუმ.

„მჯერა, რომ ევროპელმა მეგობრებმა უნდა გააანალიზონ ეს და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას. ამით დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილგანწყობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“  - ლუმ აღნიშნული განცხადებები გააკეთა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიური სესიის დროს, პანელურ დისკუსიაზე სხვა მაღალი თანამდებობის დიპლომატებთან ერთად.

კომენტარები