ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი იქნება. მისი კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
"დავით ხაბეიშვილი მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული გამგებლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთად მოვახერხებთ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევას, რომელიც არსებობს. მინდა, დავით ხაბეიშვილს წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ისნის რაიონის გამგებლის პოსტს ნიკა ელისაშვილი იკავებდა. ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ თბილისის დელეგატად წარადგინა ისანში. თებერვალში ნიკა ელისაშვილმა ილია ინჯიასთან და ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და "ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი" ჩამოაყალიბა.





