ისნის გამგეობა

ისნის გამგეობა ლიფტის დამონტაჟების შესახებ განცხადებასა და ფოტოებს ავრცელებს

ისნის რაიონის გამგეობა ლიფტის დამონტაჟების შესახებ განცხადებასა და ფოტოებს ავრცელებს. მათი ცნობით, "უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი" ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში მოეწყო.

"მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე". - აცხადებს ისნის გამგეობა და აღნიშნავს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დააფინანსეს.

კომენტარები