პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, უკრაინასთან საზღვრიდან მიღებული ცნობებით დასტურდება, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება შეჩერებულია.
ამის შესახებ ტუსკმა მინისტრთა კაბინების შეკრებამდე პრესკონფერენციაზე თქვა.
"დღეს, გამოცხადდა უკრაინისთვის ამერიკის დახმარების შეჩერებისა და, შესაძლოა, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება. [...] დღეს არ გვაქვს მიზეზი, რომ ისინი [ცნობები] მხოლოდ სიტყვებად მოვიაზროთ. ცნობები, რომლებიც შემოდის საზღვრიდან, ჩვენი ცენტრიდან იასიონკაში, ადასტურებს ამერიკული მხარის განცხადებებს. ეს, რა თქმა უნდა, ევროპას, უკრაინას და პოლონეთს მეტად რთულ ვითარებაში აყენებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას". - თქვა ტუსკმა.
ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება სერიოზულია და თქვა, რომ მთავრობას გადაწყვეტილებების მიღება "გარკვეულ საგანგებო რეჟიმში" მოუწევს.
"ვითარება სერიოზულია. არ მჭირდება ვინმეს დარწმუნება, რომ მას მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული კონცენტრაცია სჭირდება. [...] მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მთავრობის, თქვენი სამინისტროების სრული სოლიდარობა დასჭირდება. მოდის დღეები და კვირები, როდესაც სრულად აუცილებელია უსაგნო დისკუსიების, პრესტიჟზე დავებისა და კოალიციური უთანხმოებების შეწყვეტა". - თქვა ტუსკმა.
ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.
დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს The Hill-იც, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსანს ეყრდნობა.
"ეს არ არის დახმარების სამუდამო შეწყვეტა, ეს არის პაუზა". - ციტირებს Fox News ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს.
ცნობებზე უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე ილაპარაკა. შმიგალმა აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მადლობა გადაუხადა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ 3 მარტის მონაცემებით, დახმარება არ შეწყვეტილა და კიევს ვაშინგტონთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების იმედი აქვს:





