კახა კალაძე

კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის ოსტატის" წოდება ჩამოართვეს

კახა კალაძე

თბილისის მერსა და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს უკრაინამ "უკრაინის სპორტის ოსტატის" წოდება ჩამოართვა.

უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი ბრძანება 27 თებერვლით თარიღდება.

კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის დინამოს ფეხბურთელი იყო. კიევის დინამოსთან ერთად, კალაძე უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა. შემდეგ კი მილანში გადავიდა.

კომენტარები